VIDEO: კეინის დუბლი და მე-500 გოლი კარიერაში - ბაიერნმა ვერდერს მოუგო
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში ბრემენის ვერდერმა საკუთარ მოედანზე მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. პენალტი ზუსტად ჰარი კეინმა შეასრულა, აქედან 3 წუთში კი ლუის დიასის პასის შემდეგ ინგლისელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა.
70-ე წუთზე მიუნხენელთა უპირატესობა კიდევ უფრო ლეონ გორეცკამ გაზარდა, საგოლე გადაცემა კი ალფონსო დევისმა მიითვალა. ვინსენ კომპანის გუნდმა ვერდერი 0-3 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 57 ქულა დაუგროვდა. მდევარ დორტმუნდთან სხვაობა 6 ქულაა.
ჰარი კეინი კი ბომბარდირთა დავას 26 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფი ლუის დიასის ანგარიშზე 13 გოლი და 10 საგოლე პასია.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა ბაიერნში გადასვლის შემდეგ 23-დან 23 პენალტი შეასრულა ზუსტად. სულ კი მას კარიერაში 500 გოლი დაუგროვდა.