VIDEO: პირველად 2020 წლის შემდეგ - ბაიერნი გერმანიის თასის 1/2 ფინალშია
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის თასის 1/4 ფინალში ბაიერნი ალიანც არენაზე ლაიფციგს დაუპირისპირდა.
მე-4 წუთზე ანგარიშის გახსნა სტუმრებს შეეძლოთ, თუმცა ბაუმგარტნერის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, პირველი ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმში ბაიერნმა მატჩის ბედი 3-წუთიან მონაკვეთში გადაწყვიტა. 64-ე წუთზე ლაიფციგის კარში დანიშნული პენალტი ჰარი კეინმა შეასრულა ზუსტად, 67-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე ლუის დიასმა გაზარდა.
მიუნხენურმა გუნდმა მეტოქე 2-0 დაამარცხა და ბოლო 6 წელიწადში პირველად გერმანიის თასის 1/2 ფინალში გავიდა.
ვინსენ კომპანის გუნდთან ერთად მომდევნო ეტაპზე ფრაიბურგი, შტუტგარტი და ლევერკუზენი იასპარეზებენ. ნახევარფინალური წყვილები მოგვიანებით გახდება ცნობილი.