ბაიერნს ხუთი სეზონის განმავლობაში გერმანიის თასის ნახევარფინალში არ უთამაშია.
ვენსან კომპანის გუნდმა გუშინ 1/4 ფინალურ შეხვედრაში ლაიფციგი დაამარცხა — 2:0.
ბოლოს მიუნხენელებმა ტურნირის ამ სტადიას 2020 წელს, ჯერ კიდევ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მიაღწიეს და სეზონის ბოლოს ტიტულის მოპოვებაც შეძლეს.
მას შემდეგ ბაიერნი სამჯერ მეორე რაუნდიდანვე გამოეთიშა ასპარეზობას, თითოჯერ კი 1/8 და 1/4 ფინალამდე მიაღწია.
ამჯერად კი, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, გუნდი პირველად ითამაშებს ნახევარფინალში.
ამ ხანგრძლივი წარუმატებელი სერიის მიუხედავად, ბაიერნი DFB Pokal-ის რეკორდსმენია — მიუნხენელებს აღნიშნული თასი 20-ჯერ აქვთ მოგებული, კიდევ 4-ჯერ კი ფინალში დამარცხდნენ. მათი უახლოესი „მდევარი" ბრემენის ვერდერია, რომელმაც 6-ჯერ შეძლო ტიტულის მოპოვება, კიდევ 4-ჯერ კი გადამწყვეტი მატჩი დათმო.