ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ, მოულოდნელი აღიარება გააკეთა.
„გაუჩოს“ თქმით, მას საფეხბურთო მატჩების ყურება სიამოვნებას არ ანიჭებს და 90 წუთი მისთვის მეტისმეტად გრძელი დროა.
ეს განცხადება ბრაზილიელმა ლოს-ანჯელესში, რეალისა და ბარსელონას ლეგენდების მატჩის (1:1) წინ გააკეთა:
„არ მიყვარს ფეხბურთის ყურება. ჩემთვის მხოლოდ მიმოხილვებია საინტერესო, 90 წუთი კი ძალიან ბევრია. გამონაკლისი მხოლოდ ფინალები ან დერბი შეიძლება იყოს... სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს არ მხიბლავს, რადგან ნერვიულობას ვიწყებ.
ამ დროს ფიქრობ: „როგორ შეეძლო ამ ბიჭს ასეთი პასის გაფუჭება?“ ეს კი ძალიან მაღიზიანებს“, — განაცხადა რონალდინიომ.