• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მესი, ლუის ადრიანო, ჰალანდი - ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში
ფეხბურთიფეხბურთი

მესი, ლუის ადრიანო, ჰალანდი - ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში

19 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სამ მოთამაშეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ხუთი გოლი გაუტანია, ენტონი გორდონი კი გახდა მე-18 ფეხბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში ოთხი გოლის გატანა შეძლო.


VIDEO: გორდონის პოკერი და განადგურებული ყარაბაღი — ნიუკასლმა მეორე მატჩი ფორმალობად აქცია


ერლინგ ჰალანდი 2023 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგის ექსკლუზიურ კლუბს შეუერთდა და ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანით, ლიონელ მესისა და ლუის ადრიანოს შედეგი გაიმეორა.


მესი ასევე იმ 18 ფეხბურთელს შორისაა, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში ერთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანეს, ამ სიაში არიან კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე და რობერტ ლევანდოვსკიც, ხოლო 2025/26 წლების პლეი-ოფის პირველი მატჩის შემდეგ მათ ნიუკასლის ვინგერი ენტონი გორდონიც შეუერთდა.


5 გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში: ერლინგ ჰალანდი, ლუის ადრიანო და ლიონელ მესი


ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი 7-0 ლაიფციგი, 14/03/2023)


ჰალანდის მიღწევა განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან მან ხუთივე გოლი 63-ე წუთზე შეცვლამდე გაიტანა. პენალტის თავდაჯერებული შესრულების შემდეგ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბომბარდირის ინსტინქტები გამოავლინა და მომდევნო ორი გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც კევინ დე ბრუინმა და რუბენ დიაშმა ბურთი ძელს გაარტყეს.


სწრაფმა რეაქციამ შესვენების შემდეგ ახლო მანძილიდან კიდევ ორი გოლის გატანის საშუალება მისცა. ამ გამარჯვებამ მანჩესტერ სიტი 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა და გუნდმა საბოლოოდ ივნისში ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა.



ლუის ადრიანო (ბატე 0-7 შახტარი, 21/10/2014)


ლუის ადრიანომ პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა და მესის გაუთანაბრდა, რითაც გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე (ან ლიგის ფაზაში) ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.


ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ანგარიში ქვედა მარცხენა კუთხეში ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნა, შემდეგ პირველი ტაიმის დასრულებამდე ახლო მანძილიდან სამი გოლი დაამატა და შეხვედრა კიდევ ერთი მშვიდად შესრულებული პენალტით დაასრულა.



ლიონელ მესი (ბარსელონა 7-1 ლევერკუზენი, 07/03/2012)


მესიმ ისტორია მაშინ დაწერა, როდესაც ბარსელონამ 2011/12 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა გაინაღდა.


მაშინ 24 წლის არგენტინელს მხოლოდ 24 წუთი დასჭირდა შესანიშნავი ჰეთ-თრიქის შესასრულებლად, ჯერ თავზე ეფექტური გადაგდებით გახსნა ანგარიში, შემდეგ მცველებს შორის ცეკვით გაიტანა მეორე, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ერთი თავზე ლამაზი გადაგდებით დაამატა გოლი. მოგვიანებით არგენტინელმა კიდევ ერთი ბურთითა და საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით უპრეცედენტო ხუთ გოლს მიაღწია.



4 გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში: კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, რობერტ ლევანდოვსკი...


ენტონი გორდონი ჩემპიონთა ლიგის მატჩში ოთხი გოლის გამტანი უახლესი ფეხბურთელია და შეუერთდა ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი და კილიან მბაპე, რომელიც ამ კლუბში წლევანდელი ლიგის ფაზის მე-5 ტურში გაწევრიანდა.



ლევანდოვსკი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ სიაში ორჯერ ფიგურირებს და ეს ორი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში, დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნში, მოახერხა.


პოლონელ თავდამსხმელს ასევე ეკუთვნის რეკორდი ოთხი გოლის ყველაზე სწრაფად გატანაში, 2019 წელს ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ მის პირველ და მეოთხე გოლს შორის მხოლოდ 16 წუთი იყო. მანამდე ეს რეკორდი რონალდუს ეკუთვნოდა, რომელმაც 2015 წელს მალმიოს წინააღმდეგ ოთხი გოლი 21 წუთში გაიტანა.



ჩემპიონთა ლიგაზე პოკერის ავტორები:


ენტონი გორდონი (ყარაბაღი 1-6 ნიუკასლი, 18/02/2026)
კილიან მბაპე (ოლიმპიაკოსი 3-4 რეალი, 26/11/2025)
ჰარი კეინი (ბაიერნი 9-2 დინამო ზაგრები, 17/09/2024)
სებასტიან ალე (სპორტინგი 1-5 აიაქსი, 15/09/2021)

ოლივიე ჟირუ (სევილია 0-4 ჩელსი, 02/12/2020)

იოსიპ ილიჩიჩი (ვალენსია 3-4 ატალანტა, 10/03/2020)


რობერტ ლევანდოვსკი (ცრვენა ზვეზდა 0-6 ბაიერნი, 26/11/2019)

სერჟ გნაბრი (ტოტენჰემი 2-7 ბაიერნი, 01/10/2019)

კრიშტიანუ რონალდუ (რეალი 8-0 მალმიო, 08/12/2015)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ანდერლეხტი 0-5 პსჟ, 23/10/2013)

რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი 4-1 რეალი, 24/04/2013)

მარიო გომესი (ბაიერნი 7-0 ბაზელი, 13/03/2012)


ბაფეტიმბი გომისი (დინამო ზაგრები 1-7 ლიონი, 07/12/2011)

ლიონელ მესი (ბარსელონა 4-1 არსენალი, 06/04/2010)

ანდრეი შევჩენკო (ფენერბაჰჩე 0-4 მილანი, 23/11/2005)

რუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი 4-1 სპარტა პრაღა, 03/11/2004)

დადო პრშო (მონაკო 8-3 დეპორტივო, 05/11/2003)

სიმონე ინძაგი (ლაციო 5-1 მარსელი, 14/03/2000)

მარკო ვან ბასტენი (მილანი 4-0 გიოტებორგი, 25/11/1992)

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლევანდოვსკი
ჰალანდი
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მხოლოდ პროტოკოლი და მეტი არაფერი: როგორ აფასებს მასკერანო თეთრ სახლში ვიზიტს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მხოლოდ პროტოკოლი და მეტი არაფერი: როგორ აფასებს მასკერანო თეთრ სახლში ვიზიტს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 მარ, 2026

მხოლოდ პროტოკოლი და მეტი არაფერი: როგორ აფასებს მასკერანო თეთრ სახლში ვიზიტს

News image

07 მარ, 2026

რა თანხას უხდის ინტერ მაიამი მესის? - კლუბის მფლობელის განცხადება

News image

7 სთ წინ

ვიტინიას აღიარება: რატომ ჩავარდა მესი-ნეიმარი-მბაპეს ტრიო?

News image

15 სთ წინ

50-ე გოლი კარიერაში — იამალმა მესის და რონალდუს რეკორდები მოხსნა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება