VIDEO: ლამაზი გოლები - 39 წლის მესის მორიგი დუბლი 4 წუთში
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის შემადგენლობაში მორიგი დუბლი შეასრულა და გუნდს ატლანტასთან მატჩის ანგარიშით 3:1 მოგებაში დაეხმარა.
მესიმ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში მისი სტატისტიკა 27 მატჩში 25 გოლსა და 12 საგოლე გადაცემამდე გაიზარდა.
როდესაც ინტერ მაიამი 1:0-ს იგებდა, მესიმ ბურთი მიიღო, ატლანტას დაცვის ხაზისკენ დაიძრა და პასი ბერტერამეს გაუკეთა. თანაგუნდელისგან ბურთის დაბრუნების შემდეგ არგენტინელმა დრიბლინგი გააგრძელა და შეხვედრაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
რამდენიმე წუთში მესიმ კვლავ მიიღო ბურთი, ატლანტას მცველებისკენ დაიძრა, დრიბლინგით მეტოქეებს გასცდა და მეორე გოლიც გაიტანა, რითაც ინტერ მაიამის უპირატესობა 3:0-მდე გაზარდა.
ამ მოგებით ინტერ მაიამის 30 მატჩში 55 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. გუნდს MLS-ის პლეიოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს.