მესი თუ რონალდუ? იანის ანტეტოკუნმპომ ამ საკითხზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, მესი წმინდა ტალანტია და მისი კარიერის განმავლობაში მძიმე შრომის, დისციპლინისა და სტაბილურობის წყალობით მუდამ მწვერვალზეა, ის შესაძლოა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.
მაგრამ მე უფრო ახლოს იმ ხალხთან ვგრძნობ თავს, ვისთანაც მსგავსება მაქვს. პირადად ჩემი მენტალიტეტი უფრო კრიშტიანუ რონალდუსას ჰგავს.
შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, ამდენი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეზე დარჩენა, 41 წლისაა და ისევ მაღალ დონეზე თამაშობს. საზღვრების გადალახვა, ყოველდღიურად გაუმჯობესების სურვილი. ამ მხრივ მე უფრო რონალდუს ვგავარ. ამიტომ, როცა ამ კითხვას მისვამენ, რონალდუს ვპასუხობ.
მაგრამ თუ მათ გვერდიგვერდ დააყენებ, ვის უფრო მეტი აქვს მიღწეული კარიერაში? რვა ოქროს ბურთი ხუთის წინააღმდეგ, ერთი მსოფლიო ჩემპიონია, მეორე არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა გირჩევნია, თუმცა იმ დონემდე რომ მიდიხარ, როცა ამბობენ მესი თუ რონალდუ, შენ უკვე გამარჯვებული ხარ.
ვისურვებდი, მივაღწიო იმ ეტაპს, როცა ჯორდანს შემადარებენ, ხომ ასეა? უკვე იმ საუბარში ყოფნა ნიშნავს, რომ ცხოვრებაში გამარჯვებული ხარ.“ - განაცხადა ბერძენმა კალათბურთელმა.