იურგენ კლოპმა მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინა-ავსტრიის მატჩის (2:0) შემდეგ, ლეო მესიზე ისაუბრა და მისი ფენომენი კიდევ ერთხელ ახსნა:
„მესის თამაშს ვაკვირდებოდი და როცა ხედავ, რომ მან მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 8 კილომეტრი ირბინა, ფიქრობ: აი, თურმე რა არის ოპტიმალური დისტანცია. ეს 8 კილომეტრი იმიტომაა საკმარისი, რომ გადამწყვეტ მომენტში ის ყოველთვის იქ ჩნდება, სადაც საჭიროა. ეს ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია. ლეოს ყურება საოცრებაა.
ხალხი ამბობს: „ის მოედანზე ფეხით დადის“. მე კი ვამბობ: „ის მოედანს სწავლობს“. ხშირად ვუყურებდი მას მაშინაც კი, როცა ბურთი სულ სხვაგან იყო. უბრალოდ მინდოდა გამეგო, რას აკეთებდა. ვფიქრობ, ის მოედანზე მანძილებს ზომავს. ზუსტად იცის: ახლა აქ ვარ, ახლა მარჯვნივ გადავალ, ახლა ცენტრში დავიკავებ პოზიციას.
ავსტრიასთან მატჩი დიდხანს არ მიდიოდა მისი სტილით. თუმცა, პირველი გოლი იმიტომ გაიტანა, რომ შეეძლო. მეორე კი იმიტომ, რომ მოინდომა. პენალტი ვერ გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ თამაშში უკვე შეეძლო 6 გოლი ჰქონოდა. ბედნიერები ვართ, რომ ამ თაობის ყურების შესაძლებლობა გვაქვს, ეს განსაკუთრებული მოვლენაა.
როცა მოედნის კიდესთან მოკლედ შევხვდით და მესი თბილად მოგვესალმა, ჩემს ასაკშიც კი (59 წლის ვარ) მივხვდი, რამდენად განსაკუთრებული გრძნობაა ეს. ძალიან გამიხარდა ჩემი ყოფილი ფეხბურთელის, ალექსის მაკ ალისტერის ნახვაც და მასთან გასაუბრება. მაგრამ მერე მესი გამოჩნდა... ეს კი უკვე სულ სხვა დონეა“.