ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატს - მოწოდებას FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტიც შეუერთდა
ფეხბურთიფეხბურთი

ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატს - მოწოდებას FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტიც შეუერთდა

13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ევროპის ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ამ ზაფხულს აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის განხილვის მოწოდებები სულ უფრო ძლიერდება.


FIFA-ს ყოფილმა და საკამათო ფიგურად ცნობილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ფეხბურთის გულშემატკივრებს ურჩია, რომ ამერიკისა და მსოფლიო ჩემპიონატისგან "თავი შორს დაიჭირონ".


სხვა მხრივ, ბუნდესლიგის კლუბ ზანქტ პაულის პრეზიდენტმა და გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის (DFB) ვიცე-პრეზიდენტმა ოკე გეტლიხმა განაცხადა, რომ დადგა დრო „სერიოზულად განვიხილოთ და ვიმსჯელოთ“ ბოიკოტის შესაძლებლობაზე, ამის შესახებ იგი Hamburger Morgen Post-თან ინტერვიუში საუბრობს.


აშშ მსოფლიო ჩემპიონატს კანადასა და მექსიკასთან ერთად უმასპინძლებს, ტურნირი ივნისში დაიწყება და დაახლოებით ხუთი კვირა გაგრძელდება. ჩემპიონატი უკვე გააკრიტიკეს ბილეთების უკიდურესად მაღალი ფასების გამო.


ახლა კი ტრამპის პოლიტიკა, მათ შორის მისი სურვილი, გრენლანდიაზე კონტროლი მოიპოვოს, კიდევ უფრო აძლიერებს დისკუსიას ტურნირის ბოიკოტის შესახებ.


„რა იყო 1980-იანი წლების ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის გამართლების მიზეზები?“ - უთხრა გეტლიხმა გერმანულ გაზეთს, რითაც მიუთითა იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მოსკოვის ოლიმპიადა საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში შეჭრის შემდეგ დატოვეს.


ჩემი შეფასებით, პოტენციური საფრთხე ახლა უფრო დიდია, ვიდრე მაშინ იყო, ჩვენ უნდა გვქონდეს ეს დისკუსია.


ბოიკოტის იდეას მომხრეები ბრიტანელ პოლიტიკოსებშიც ჰყავს, ასევე მარკ პიეტისგან, რომელიც გასულ ათწლეულში FIFA-ში რეფორმების ზედამხედველ კომიტეტს ხელმძღვანელობდა.


მისი თქმით, შეერთებულ შტატებში მზარდი ავტორიტარიზმის გამო, გულშემატკივრებმა მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

აშშ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"მწვრთნელი ვარ და არა დამლაგებელი", - პოჩეტინო შეკითხვებით უკმაყოფილო დარჩა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მწვრთნელი ვარ და არა დამლაგებელი", - პოჩეტინო შეკითხვებით უკმაყოფილო დარჩა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალზე გასული ჰაიტის გულშემატკივრები აშშ-ში არ დაიშვებიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალზე გასული ჰაიტის გულშემატკივრები აშშ-ში არ დაიშვებიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალის მონაწილე კიდევ 2 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მუნდიალის მონაწილე კიდევ 2 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შეწყვიტეთ გამოგონილი ისტორიები" - პულიშიჩმა ჭორები უარყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შეწყვიტეთ გამოგონილი ისტორიები" - პულიშიჩმა ჭორები უარყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 ნოე, 2025

"მწვრთნელი ვარ და არა დამლაგებელი", - პოჩეტინო შეკითხვებით უკმაყოფილო დარჩა

News image

23 ნოე, 2025

მუნდიალზე გასული ჰაიტის გულშემატკივრები აშშ-ში არ დაიშვებიან

News image

19 დეკ, 2025

მუნდიალის მონაწილე კიდევ 2 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ

News image

29 დეკ, 2025

"შეწყვიტეთ გამოგონილი ისტორიები" - პულიშიჩმა ჭორები უარყო

კომენტარები