კრისტიან პულიშიჩმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
„გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ გამოგონილი ისტორიების გავრცელება.
აუცილებელია წყაროები პასუხისმგებლობაში მივცეთ, ამას შეუძლია ადამიანების ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს.“ - წერს მილანის ამერიკელი ფეხბურთელი.
რამდენიმე დღის წინ იტალიურმა La Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრისტიან პულიშიჩი და ამერიკელი მსახიობი, სიდნი სვინი ერთმანეთს ხვდებიან.
მილანის შემტევმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და ამასთან ვერონასთან გატანილი გოლი თავის მეგობარ გოგონას მიუძღვნა.