• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„ბოლომდე ვიბრძოლებ“ - შავდათუაშვილის ინტერვიუ European Judo Union-თან
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

„ბოლომდე ვიბრძოლებ“ - შავდათუაშვილის ინტერვიუ European Judo Union-თან

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ძიუდოს ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილი European Judo Union-თან ხანგრძლივ კარიერაზე, ძიუდოს სიყვარულზე, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ დიდ გამარჯვებასა და იმაზე საუბრობს, თუ რატომ აგრძელებს 34 წლის ასაკშიც ახალი წარმატებებისთვის ბრძოლას.


ძიუდოს სამყაროში საქართველოს წარმომადგენელ ლაშა შავდათუაშვილს განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება.


თუმცა, მათთვის, ვინც ქართველი დიდებული სპორტსმენის კარიერას ნაკლებად იცნობს, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გადავხედოთ მის გამორჩეულ მიღწევებს.


შავდათუაშვილს ძიუდოში პრაქტიკულად ყველაფერი აქვს მოგებული, გარდა მასტერსისა. -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ოლიმპიური მედლების სრული კომპლექტი - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - მოიპოვა.


ამას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, გრანდ სლემის 6 ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის 2 ტიტულიც ემატება. მათგან უკანასკნელი მან სწორედ წელს, 2026-ში მოიპოვა, პირველი ევროპული ტრიუმფიდან შთამბეჭდავი 13 წლის შემდეგ.


34 წლის სპორტსმენმა საოცრად სტაბილური და წარმატებული კარიერა შექმნა. როგორც ევროპის ჩემპიონის ბოლო ტიტულმაც აჩვენა, შავდათუაშვილი შენელების მიზეზს ჯერ ვერ ხედავს.


„ჩემთვის, ამ ეტაპზე, ასაკი უბრალოდ ციფრია,“ - განაცხადა მან EJU-სთან ინტერვიუში.


„გულშემატკივრები და ძიუდოს სამყაროში მყოფი ადამიანები მხოლოდ ციფრებს ხედავენ. არ მომწონს, როდესაც მაკრიტიკებენ, მაგალითად, თუ რომელიმე ეტაპზე შედეგი არ მაქვს ან ტურნირზე ვმარცხდები. ალბათ, ეს იმის გამო ხდება, რომ ისინი ჩვენს ყოველდღიურ შრომას ვერ ხედავენ.


რომ ხედავდნენ, რამდენს ვაკეთებ იმისთვის, რომ საუკეთესო ვიყო, დარწმუნებული ვარ, აზრს შეიცვლიდნენ.



რაც შეეხება იმას, თუ რა აძლევს მას გაგრძელების მოტივაციას, პასუხი მარტივია, მას კვლავ უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს.


„უპირველეს ყოვლისა, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. და ეს ჩემი არჩევანია. ყოველდღიური მძიმე შრომა სიამოვნებას მანიჭებს. დილით უკვე ვიცი ჩემი რეჟიმი. რაც უფრო ვემატები ასაკში, მით მეტ ყურადღებას ვაქცევ დისციპლინას და ეს ყველაფერი მომწონს.


ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რაღაც, რასაც შეუძლია ყველაზე ბედნიერი გაგხადოს და სიამოვნება მოგანიჭოს. ჩემთვის ეს ძიუდოა. ის ჩემთვის ყველაფერია. სწორედ ძიუდომ მომცა ყველაფერი, რაც დღეს მაქვს.


შავდათუაშვილის დამოკიდებულება ძიუდოს მიმართ იმდენად განსაკუთრებულია, რომ სპორტთან მისი კავშირი თითქმის ხელშესახებად იგრძნობა. ის ძიუდოზე ისე საუბრობს, როგორც „მეგობარზე“, რომელსაც წლების განმავლობაში თავადაც ბევრს აძლევს და სანაცვლოდაც ბევრს იღებს. 


ამ ურთიერთობის საფუძველი მისთვის არც მედლებია და არც საპრიზო თანხა. თითოეული ვარჯიში, თითოეული მსხვერპლი და გადაწყვეტილება, რომ არ დანებდეს, მისთვის ერთგვარი მადლიერების გამოხატულებაა იმ სპორტის მიმართ, რომელმაც თავად ამდენი რამ მისცა.


ეს ჰგავს კარგ მეგობარს, რომლის გახარებაც ყოველთვის გინდა და ცდილობ, მისგან მიღებული სიკეთე უკან დაუბრუნო. მეც ვცდილობ, ეს ჩემს სპორტს ვარჯიშით დავუბრუნო, არ ვუღალატო, არ დავნებდე და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო.


მიყვარს, როდესაც ეს ურთიერთობა ორმხრივია. ცალმხრივი ურთიერთობა არ მომწონს. როდესაც ვცდილობ, ბევრს ვშრომობ და სანაცვლოდ შედეგებიც მოდის, ამ სპორტის მიმართ ძალიან მადლიერი ვარ.“


შავდათუაშვილისთვის ასევე დიდი განსხვავებაა ერთხელ გამარჯვებასა და იმაში, რომ წლების განმავლობაში კვლავ და კვლავ შეძლო გამარჯვება და სწორედ ეს არის ის, რაც მას განსაკუთრებით კარგად გამოსდის.


„ერთი შეხვედრის მოგება, ერთხელ ხელის აწევა, ეს უბრალოდ ერთი მომენტია შენს ცხოვრებაში, ერთი ბედნიერი დღე. მაგრამ როდესაც წლების განმავლობაში ცდილობ ამის გამეორებას და ამას არაერთხელ ახერხებ, ეს უკვე უდიდესი შრომის ნაყოფია.


მე ყოველთვის მომწონს გრძელ დისტანციაზე შეჯიბრება. შეიძლება ერთხელ მოიგო... მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მე 3-ჯერ შემიძლია გამარჯვება.


დროის მოთხოვნებთან ადაპტაცია


რა თქმა უნდა, იგივე შრომისმოყვარეობის შენარჩუნება არ ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში ერთნაირად უნდა ივარჯიშო. პირიქით.


ასაკის მატებასთან ერთად შავდათუაშვილს საკუთარი მიდგომის შეცვლა და სხეულის განსხვავებულ მოთხოვნებთან ადაპტირება მოუხდა. ის უფრო გააზრებულად უდგება ვარჯიშს, აღდგენასა და საკუთარი დროის მართვას.


ვარჯიში, ტექნიკა, დასვენება... ეს ყველაფერი ამ პროცესის ნაწილია, არა? რაც შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ ამ ყველაფერს მეტი დრო დავუთმო. რაც უფრო ვემატები ასაკში, მით მეტ დროს ვუთმობ.


შავდათუაშვილი მნიშვნელოვნად შეიცვალა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური ტრიუმფის შემდეგაც, როდესაც მხოლოდ 20 წლის ასაკში მიაღწია იმას, რაც სპორტსმენების უმრავლესობისთვის მთელი კარიერის ოცნებად რჩება.


ასეთ ახალგაზრდა ასაკში მწვერვალის დაპყრობა სხვა გამოწვევასაც ქმნის, როგორ შეინარჩუნო მოტივაცია და გააგრძელო განვითარება, როდესაც ერთ-ერთი უდიდესი ოცნება უკვე აისრულე?


ვცდილობ, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდეს ის, რასაც ვაკეთებ. შევიცვალე? უბრალოდ, სამყარო უკეთ გავიცანი. 2012 წელს 20 წლის ვიყავი და სხვაგვარად ვფიქრობდი. ეს სამყაროც სხვანაირად წარმომედგინა.


ახლა, როდესაც ამდენი წელი გავიდა, გავიზარდე. მადლობა ღმერთს, რომ გარკვეულ ეტაპებზე არ გავტყდი. რაც უფრო ვემატები ასაკში, მით მეტად ვაცნობიერებ, რამდენად დიდ საქმეს ვაკეთებ და რომ ვაკეთებ იმას, რაც თავად მანიჭებს სიამოვნებას, სხვა არაფერი.


ერთადერთი, რაც შეიცვალა, ისაა, რომ საკუთარ არჩევანში კიდევ უფრო დავრწმუნდი, ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია.“


ეს ფილოსოფია ტატამის ფარგლებსაც სცდება. შეჯიბრებებისა და ვარჯიშების მიღმა შავდათუაშვილი დარჩენილ დროს ოჯახს, განსაკუთრებით კი თავის სამ შვილს უთმობს. მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შვილებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს.


„ვცდილობ, რაც დრო მრჩება, ოჯახს დავუთმო. 3 შვილი მყავს. როდესაც ცხოვრებას ვუყურებ და ჩემს ბავშვობას ვიხსენებ, მეც მყავდა ადამიანი, რომელიც ჩემთვის მაგალითი იყო. დღეს კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილებისთვის, სხვის ნაცვლად, მაგალითი თავად ვარ.


ისინი ხედავენ, როგორ შეიძლება დამარცხდე, შემდეგ ფეხზე წამოდგე და გაიმარჯვო. ხედავენ, რომ ცხოვრებაში ბრძოლაა საჭირო. ისინი ამ ყველაფერს ჩემი მაგალითით ხედავენ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ასე მოხდა.



წარსულის გახსენება და მომავლისკენ მზერა


წლების განმავლობაში მოპოვებულ მრავალ ტიტულს შორის შავდათუაშვილისთვის უკანასკნელ გამარჯვებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე, თბილისში, მას იშვიათი შესაძლებლობა მიეცა, დიდ ტურნირზე საკუთარ ქვეყანაში, ქართველი გულშემატკივრების წინაშე ეასპარეზა და ჩემპიონობა მოეპოვებინა.


ჩემი ოცნება იყო, ასეთ ტურნირზე საკუთარ ქვეყანაში მებრძოლა.


ვნახე, როგორ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი რაფაელა სილვა რიოში, საკუთარ ქვეყანაში, ოლიმპიური ჩემპიონი. მაშინ ძალიან მომეწონა ეს მომენტი და არ ვიცოდი, ოდესმე ჩატარდებოდა თუ არა მსგავსი ტურნირი ჩემს ქვეყანაშიც.


როდესაც გავიგე, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ტარდებოდა, ეს ამბავი სრულიად განსხვავებულად, განსაკუთრებული ემოციებით მივიღე. ამ ჩემპიონატისთვის ძალიან ბევრი მუშაობა დავიწყე, ჯერ იმისთვის, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი, შემდეგ კი გამარჯვებისთვის.


იქამდე ძალიან რთული გზა გავიარე. ბევრი მარცხი. ბევრი კრიტიკა.


იმ მომენტში არ ვიცოდი, მოვიგებდი თუ წავაგებდი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ბოლო წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე, სისხლის ბოლო წვეთამდე ყველაფრით ვიბრძოლებდი, რაც შემეძლო. დანარჩენი მხოლოდ ერთი მომენტია.


სისხლმა, ოფლმა და ცრემლებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო, ფინალში შავდათუაშვილმა -73 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რასაც დარბაზში შეკრებილი ქართველი გულშემატკივრების მძლავრი ოვაციები მოჰყვა.


ახლა მისი ყურადღება მომდევნო დიდ ჩემპიონატზეა გადატანილი, სადაც 2021 წელს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთი წარმატებით შევსების შესაძლებლობა ექნება.


ამჯერად ტურნირი საქართველოში არა, თუმცა მეზობელ ქვეყანაში გაიმართება, 2026 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს აზერბაიჯანი 4-12 ოქტომბერს უმასპინძლებს.


ამ ახალ ეტაპს შავდათუაშვილი საქართველოს ნაკრებში ცვლილებების ფონზეც ხვდება. კარიერის განმავლობაში მას „ბევრი მწვრთნელის მოსვლა და წასვლა“ უნახავს, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი ხნის მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის გარეშე გაემგზავრება, რომელმაც ცოტა ხნის წინ უზბეკეთში მუშაობის შეთავაზება მიიღო.


„ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ეს ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო მოგონებად დარჩება, ისევე როგორც სხვა მწვრთნელებთან მუშაობა. როგორც სხვებს, მასაც დიდ მადლობას ვუხდი იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ,“ - განაცხადა შავდათუაშვილმა გუჯეჯიანის წასვლის შესახებ.


ბაქოს შემდეგ კი კიდევ ერთი ბუნებრივი კითხვა ჩნდება, ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელიც შავდათუაშვილისთვის კარიერაში მე-5 ოლიმპიადა იქნება.


არ ვიცი, ეს პროცესია. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. ეს ყველაფერი ეტაპებია. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ჯერ კიდევ საუკეთესოთა შორის ვარ და ამის გაკეთება კვლავ შემიძლია. ჩემი მთავარი მიზანი მარტივია: ამისთვის ვიბრძოლებ. ბოლომდე ვიბრძოლებ.
თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ძიუდო
ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ისე ვერ ვითამაშებთ, თითქოს არაფერი მომხდარა" - ქსკ ლანჩხუთის განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ისე ვერ ვითამაშებთ, თითქოს არაფერი მომხდარა" - ქსკ ლანჩხუთის განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მნიშვნელოვანი მატჩი ბელფასტში - რა მდგომარეობაა U21-ის ჯგუფში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მნიშვნელოვანი მატჩი ბელფასტში - რა მდგომარეობაა U21-ის ჯგუფში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნგრეთის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე: "შევეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნგრეთის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე: "შევეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფრანგეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მოხვდა!

•ქართული

ქართული

საფრანგეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მოხვდა!
•ქართული

ქართული

News image

23 სთ წინ

,,ისე ვერ ვითამაშებთ, თითქოს არაფერი მომხდარა" - ქსკ ლანჩხუთის განცხადება

News image

5 სთ წინ

მნიშვნელოვანი მატჩი ბელფასტში - რა მდგომარეობაა U21-ის ჯგუფში?

News image

2 სთ წინ

უნგრეთის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე: "შევეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ"

News image

1 სთ წინ

საფრანგეთის ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მოხვდა!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება