საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14 და PRO D2) მორიგი ტურის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა მიდი ოლიმპიკმა ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც სამი ქართველი ლეგიონერი მოხვდა.
TOP 14-ის სიმბოლურ გუნდში სტად ფრანსეს სერგო აბრამიშვილი დასახელდა, რომელმაც ლიონთან მოგებულ (31:10) შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
საფრანგეთის მეორე დივიზიონში (PRO D2) გამოირჩნენ ოიონას ლუკა მატკავა და ანგულემის მეორეხაზელი გიორგი ჯავახია.
ოიონამ ნევერს 56:35 სძლია, მატკავამ კი ექვსი გარდასახვით გუნდს 12 ქულა შეძინა, ხოლო თითო ლელო ვასილ ლობჟანიძემ და ვანო კარკაძემ მიითვალეს.
რაც შეეხება ჯავახიას, მან აჟენთან (36:22) მოგებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.