თბილისის თასის მეორე ტურში ქართულმა შავმა ლომმა სამხრეთ აფრიკული აირლინკ პუმასი დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 21:19 დაამარცხა და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიში ვახტანგ ჯინჭარაძის ლელოთი შავმა ლომმა გახსნა, თუმცა პირველი ტაიმი სტუმრებმა 12:7 მოიგეს.
მეორე ნახევარში ოთარ გიორგაძემ მეორე ლელო დადო, რასაც მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ქართველებისგან კიდევ ერთი ლელო მოჰყვა. ის ლუკა ცირეკიძემ ზუსტად გარდასახა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
თბილისის თასის დასკვნთი ტურის მატჩები 4 ოქტომბერს გაიმართება, სადაც შავი ლომი ჩიტასს დაუპირისპირდება.