საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ და მეორე დივიზიონებში ქართველმა მორაგბეებმა მორიგი წარმატებული ტური ჩაატარეს და თავი ლელოებითა და მნიშვნელოვანი ქულებით გამოიჩინეს.
TOP 14
პო 39:17 ლა როშელი - მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველებმა. ბექა გორგაძემ და ლექსო ყაულაშვილმა ლელოები დადეს. დამარცხებულთა შორის დავით ნინიაშვილს არ უთამაშია, ხოლო სუთიძე და ქუნთელია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მოედანი მეორე ტაიმში დატოვეს.
კლერმონი 20:6 კასტრი - კლერმონელებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რომელთაგან ერთი გიორგი ახალაძის ანგარიშზეა.
PRO D2
ბიარიცი 32:20 მონტობანი - მონტობანელთა რიგებში დაჩი პაპუნაშვილმა ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.
პროვანსი 24:20 ორიაკი - ორიაკელებს ხუთი ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა, რომელმაც ერთი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა.
ოიონა 56:35 ნევერი - მასპინძელთა დამაჯერებელ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ქართველმა მორაგბეებმა ითამაშეს. ვასილ ლობჟანიძემ და ვანო კარკაძემ ლელოები დადეს, ხოლო ლუკა მატკავამ ექვსივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ქართველების აქტივში ჯამში 22 ქულაა.