რუსთავში ოთარ ქორქიას სახელობის საქართველოს საკალათბურთო სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი ბათუმი და თასის მფლობელი თსუ დაუპირისპირდნენ.
უნივერსიტეტელებმა ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და ბათუმელები დამაჯერებლად, 98:79 დაამარცხეს.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო ენდრიუ ობრაიენი, რომელმაც 23 ქულა მიითვალა და მატჩის MVP-ის წოდებაც დაიმსახურა. 18 ქულა დააგროვა დალას ჰოუელმა, რეზო თავართქილაძემ 12 ქულა ჩააგდო, ხოლო გუნდის კაპიტანმა ნიკა ჩეჩელაშვილმა აქტივში 11 ქულა ჩაიწერა.
ბათუმელთა შემადგენლობაში გამოირჩა ლარი ჰოუელი 27 ქულითა და 10 მოხსნით, გიორგი ოჩხიკიძემ კი გუნდს 19 ქულა შემატა.