საბერძნეთში გამართულ ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიების ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.
+90 კგ. წონით კატეგორიაში, მამუკა კორძაიამ 63 000 ქულა მოაგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.
იუზა ცერცვაძემ (90 კგ.) და ლუკა ჩხიტუნიძემ (80 კგ.) ვერცხლის მედლები მოიგეს, ხოლო ევსემ შველიძე (90 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
შედეგად, ჩვენმა გუნდმა გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.