უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ბელა ხოტენაშვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა.
რიგით 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-3 დაფაზე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 9 პარტია ითამაშა და 7 ქულა დააგროვა.
ხოტენაშვილის აღნიშნული მაჩვენებელი სატურნირო ჩათვლაში მე-3 შედეგი იყო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.