24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონი საერთაშორისო ტურნირს თბილისის თასს უმასპინძლებს, რომელიც ტოიოტა ჩელენჯის მეორე ეტაპია.
ტურნირში მონაწილეობას შავი ლომი, პორტუგალიური ლუზიტანუში, ესპანური იბერიანსი და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის სამი მოწინავე გუნდი (სუზუკი გრიქასი, აირლინკ პუმასი, ტოიოტა ჩიტასი) მიიღებენ.
პირველ სათამაშო დღეს, 24 სექტემბერს, შავი ლომი სუზუკი გრიქასს დაუპირისპირდება. პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით, ქართული ფრენჩაიზის სამწვრთნელო შტაბმა მომავალი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი.
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 8. ლეავასა პოტუ.
სათადარიგოები: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ქიმუცაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. დემურ ეფრემიძე, 21. ოთარ გიორგაძე, 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. დემეტრე დევდარიანი.