საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მეოთხე ტური ორიაკისა და ბრივის დაძაბული მატჩით გაიხსნა.
ქართველმა მორაგბეებმა თავი შესანიშნავი თამაშითა და შედეგიანი მოქმედებებით გამოიჩინეს.
ორიაკმა მეტოქეს სამი ლელო დაუდო, საიდანაც ორი ქართველების, თედო აბჟანდაძისა და ირაკლი მჭედლიძის ანგარიშზეა. მიუხედავად ამისა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრივმა შეხვედრის მიწურულს, ბოლო წუთზე ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით მოიგო 29:28.
აღსანიშნავია, რომ აბჟანდაძისა და მჭედლიძისთვის მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეორე ლელოა, ხოლო თედომ მატჩს ერთი ჯარიმა და ორი გარდასახვაც შემატა, რითაც მის აქტივში ამ შეხვედრაში 17 ქულა დაგროვდა.