საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში მესამე ტურის მატჩების შემდეგ ავტორიტეტულმა გამოცემა მიდი ოლიმპიკმა ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ბიარიცის ქართველი ბურჯი გიორგი ნუცუბიძე დაასახელა.
ბიარიცმა მესამე ტურში შინ კოლომიე დამაჯერებლად, 38:20 დაამარცხა. ნუცუბიძე შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში იწყებდა და მოედანზე 60 წუთი სრული დატვირთვით ითამაშა.
აღსანიშნავია PRO D2-ის მესამე ტურის სხვა ქართველი ლეგიონერების გამორჩეული თამაშიც. ოიონას შემადგენლობაში ორიაკთან მატჩში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა ლუკა მატკავამ, რომელმაც ერთი ლელო დადო და ექვსივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ერთი ლელო ვასილ ლობჟანიძემაც მიითვალა, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდნენ.