საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მეორე ტურში პომ საკუთარ მოედანზე ბაიონა წარმოუდგენელი ანგარიშით, 70:28 დაამარცხა.
მასპინძლებმა მოწინააღმდეგის დაცვა სრულად გაანადგურეს და შეხვედრაში ზუსტად 10 ლელო მიითვალეს.
წარმატებულ შეტევებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოს ქართველმა კაპიტანმა, ბექა გორგაძემ, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და მიმდინარე სეზონში საკუთარი პირველი ლელო დადო.
გამოცდილი მესამეხაზელის შედეგიანმა თამაშმა და გუნდის თავდადებამ პოს ბრწყინვალე შედეგი მოუტანა. სეზონის საწყის ორ ტურში გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო, რის წყალობითაც სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ყალიბდება.