უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ, მომავალ მატჩზე ისაუბრა და გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ საქართველოსთან დაპირისპირებაში მისი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს.
იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა:
ჩრდილოეთ ირლანდიასთან გასვლით მატჩში (0:0) მეტოქეს ბევრი სივრცე არ დავუტოვეთ, თუმცა იყო უზუსტობები დაცვაში და ბურთის ფლობისას, შეტევაში კი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ახლა, მომდევნო ეტაპზე ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ. შესაძლოა, შედეგით ვიყო უკმაყოფილო, ფეხბურთელების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით კი პრეტენზია არ მაქვს. გოლების ნაკლებობა მტკივნეული თემაა.
მარკო როსიმ ასევე განაცხადა:
ეროვნული ნაკრების მიმართ მოლოდინი მაღალია. იმედია, ბიჭები არ დაზარალდებიან იმის გამო, რომ საწყის მატჩებში ეს მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ. შევეცდებით, საქართველოსთანაც მაქსიმუმი გავიღოთ. პარასკევის მატჩი არანაკლებ რთული იქნება - ნაწილობრივ მეტოქის სიძლიერის, ნაწილობრივ კი იმ გარემოებების გამო, რომლებიც თან გვდევს.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უნგრეთს ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე 2 ოქტომბერს ესტუმრება.