ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებების მატჩში განსაკუთრებული მომენტი დაფიქსირდა, რომლის მთავარი გმირი ხორვატთა ვარსკვლავი ლუკა მოდრიჩი იყო.
გამოცდილმა ნახევარმცველმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოჩნდა.
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, მოდრიჩისთვის დასვენების საშუალება მიეცა და ზედმეტი სათამაშო წუთებით არ დაეტვირთა.
საბოლოოდ, ის მოედანზე 81-ე წუთზე შეუშვა, როდესაც ესპანეთი 3:1-ს იგებდა. ეს იყო ხორვატთა უკანასკნელი მცდელობა, მატჩის მიმდინარეობა შეეცვალათ, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში თამაშის გადარჩენა ძალიან რთული ჩანდა.
როგორც კი ლუკა მოდრიჩი რამონ სანჩეს პისხუანის სტადიონის მოედანზე გამოჩნდა, ესპანელი გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ და მას ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით შეხვდნენ.
ეს იყო პატივისცემის გამოხატულება მისი გამორჩეული საფეხბურთო კარიერის მიმართ და კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მოდრიჩი ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის.
მოდრიჩმა ესპანელი ქომაგების ჟესტი უპასუხოდ არ დატოვა. მატჩის დასრულების შემდეგ მან სოციალურ ქსელ Instagram-ზე შეხვედრიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც თავადაც ტაშით ესალმება გულშემატკივრებს.
ფოტოს მან წარწერა დაურთო: „დიდი მადლობა, ესპანეთო“, - და ტექსტს წითელი გული და ესპანეთის დროშა დაამატა.
VIDEO: ესპანეთი ერთა ლიგაზეც შეუჩერებელია - მსოფლიო ჩემპიონმა ხორვატია გაანადგურა
