უეფას ერთა ლიგის წილისყრის შედეგად პლეიოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.
B ლიგაში დარჩენისთვის ეროვნული გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩები 2027 წლის 25 და 28 მარტს გაიმართება. პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები გასვლაზე გამართავს, საპასუხო მატჩი კი საქართველოში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა B ლიგის ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიასთან, უნგრეთთან და უკრაინასთან მე-4 ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ B ლიგაში დარჩენისთვის პლეიოფის დაძლევა მოუწევს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება, სადაც კლასიკურ შესარჩევში რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქეები გაირკვევა.