ჟორჟე ჟეზუში საუდის არაბეთის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ერ-რიადის კლუბი ჩემპიონი 2019 წლის შემდეგ პირველად გახდა. გუნდმა სეზონში ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა (28), დააფიქსირა საუკეთესო მოგებათა სერია (ზედიზედ 16 მატჩი), გაიტანა ყველაზე მეტი გოლი (91) და საუკეთესო ბურთების ბალანსი აჩვენა (+63).
რონალდუ ფელიქსმა ჩამოიტოვა
ასევე, ალ-ნასრმა ალ-აჰლისთან ერთად პირველი ადგილი გაიყო მშრალად შენახული მატჩების რაოდენობით (17).
გასული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 33 გოლით ალ-ქადისიას ფორვარდი, ხულიან კინონესი გახდა, რომელმაც ალ-აჰლის თავდამსხმელ აივან ტოუნის ერთი ბურთით გაუსწრო.
წინა ორ სეზონში ოქროს ბუცს ალ-ნასრის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იგებდა, რომელმაც ამჯერად თავი 28 გოლით გამოიჩინა და მე-3 ადგილზე გავიდა.
ოქროს ხელთათმანის მფლობელი კი ალ-აჰლის მეკარე, ედუარ მენდი გახდა. მან მშრალი მატჩების რაოდენობით (14) პირველი ადგილი ალ-ჰილალის გოლკიპერ იასინ ბუნუსთან გაიყო, თუმცა სენეგალელმა მაროკოელს ნაკლები გაშვებული გოლის წყალობით აჯობა (18 გაშვებული ბურთი 20-ის წინააღმდეგ).