ჟოაუ ფელიქსი საუდის არაბეთის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ალ-ნასრის ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი საუდის არაბეთის გასული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ბომბარდირი, მწვრთნელი, მეკარე - საუდის არაბეთში საუკეთესოები გამოვლინდნენ
ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში 26 წლის პორტუგალიელმა თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუს, ალ-ჰილალის ნახევარმცველ რუბენ ნევეშს, ალ-აჰლის ფორვარდ აივან ტოუნისა და ალ-ქადისიას თავდამსხმელ ხულიან კინონესს აჯობა.
გასული ჩემპიონატის 33 მატჩში ფელიქსის ანგარიშზე 20 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა (ეს ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია).