ბრაჰიმ დიასმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და უარი თქვა იუვენტუსისა და სხვა ევროპული კლუბების დაჟინებულ ინტერესზე.
26 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებთან ერთად იმყოფება, კარიერას კვლავ მადრიდის რეალში გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულ კლუბში შემტევ პოზიციებზე კონკურენცია უკიდურესად მაღალია, ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბრაჰიმმა არჩია დარჩენილიყო რეალის პროექტში, რომელსაც ჟოზე მოურინიო უხელმძღვანელებს.
მოთამაშის მოქმედი კონტრაქტი 2027 წელს იწურება. ის მაქსიმალურად ეცდება, დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს.