დანი სებალიოსმა მადრიდის რეალთან 9-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა.
ესპანელმა ნახევარმცველმა კლუბსა და გულშემატკივრებს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა, რაც მოგვიანებით სამეფო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
სებალიოსი მადრიდულ გრანდში 2017 წელს გადავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან რეალის მაისურით 215 მატჩი ჩაატარა და 16 ტიტულის მოგება მოახერხა.
ფეხბურთელმა წერილში მადლობა გადაუხადა გუნდის პერსონალს, ქომაგებს და აღნიშნა, რომ კარიერაში ახალ პროფესიონალურ გამოწვევას ზუსტად ისეთივე ენთუზიაზმით ხვდება, როგორითაც 9 წლის წინ მადრიდში მისვლას შეხვდა.