მადრიდის რეალმა კომოს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ნიკო პასის კონტრაქტში არსებულ 9-მილიონიან გამოსასყიდ პუნქტს ააქტიურებს.
თუმცა, ესპანურ გრანდს 21 წლის ნახევარმცველის გუნდში დატოვება არ შედის გეგმებში - მადრიდელები აპირებენ ის მაშინვე უკანვე შესთავაზონ იტალიურ კლუბს, ოღონდ ასტრონომიულ ფასად, 60 მილიონ ევროდ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის რეალის წარმომადგენლები დღესვე შეხვდებიან კომოს ხელმძღვანელობას. თუ იტალიური კლუბი უარს იტყვის ფეხბურთელის 60 მილიონად გამოსყიდვაზე, ესპანელები მას სხვაგან გაყიდიან, სადაც ინტერესი ინტერისა და პრემიერ ლიგის მდიდარი გუნდებისგან უკვე არსებობს.
არგენტინელმა ტალანტმა სერია ა-ში საოცარი სეზონი ჩაატარა, 12 გოლითა და 6 საგოლე პასით კომო ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, თავად კი არგენტინის ნაკრებში დაიმსახურა ადგილი და ამჟამად მუნდიალზე იმყოფება. ახლა არჩევანი კომოს მილიარდერ მფლობელებზეა, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, გადაიხდიან თუ არა კლუბისთვის სარეკორდო თანხას ლიდერის შესანარჩუნებლად.