კომომ და მადრიდის რეალმა ნიკო პასის სრულად გამოსყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ფარიციო რომანოს ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, კომო ნიკო პასს რეალისგან სრულფასოვნად გამოისყიდის. ნიკოს სურვილიც იყო, რომ კარიერა კომოში გაეგრძელებინა.
რეალი ფეხბურთელზე კონტროლს შეინარჩუნებს და ხელშეკრულებაში უკან გამოსყიდვის უფლებაც დარჩება.
მნიშვნელოვანია, რომ 60 მილიონი ევრო ტრანსფერის საფასური არ არის - ეს არის ნიკო პასის შეფასება რეალის მხრიდან.
შეთანხმება ასევე მოიცავს მნიშვნელოვან პროცენტს მომავალი გაყიდვიდან და უკან გამოსყიდვის უფლებას.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გარიგების დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს სესკ ფაბრეგასმა და მირვან სუვარსომ, რა თქმა უნდა, ნიკო პასის თანხმობასთან ერთად.
21 წლის არგენტინელმა სერია ა-ს გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა და კომოს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაეხმარა.