მადრიდის რეალმა ნიკო პასის გამოსასყიდი თანხა გადაიხადა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა კონტრაქტში არსებული შესაძლებლობა გამოიყენა და არგენტინელი ნახევარმცველი 9 მილიონ ევროდ გამოისყიდა, თუმცა იქვე კომოს საპირისპირო წინადადებაც გაუკეთა: იტალიურ კლუბს პასის შეძენა ორშაბათამდე 60 მილიონ ევროდ შეუძლია და მხარეებს შორის კონტრაქტში ჩაიწერება უკან გამოსაყიდი თანხაც 80 მილიონი ევროს ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ კომო ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, მაშინ რეალი პასს სხვა კლუბში გაყიდის, მასზე პრეტენზიას ინტერი და პრემიერ ლიგის კლუბები აცხადებენ.
თუმცა, სხვა კლუბებისთვის პირობები სხვანაირია - პასის შეძენა 70 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, ოღონდ ასეთ შემთხვევაში რეალი უკან დაბრუნების შესაძლებლობას კონტრაქტში ვეღარ ჩადებს და არგენტინელზე უფლებებს საბოლოოდ დაკარგავს.
გადაწყვეტილების მისაღებად კომოს დრო ორშაბათამდე აქვს და თუ პასის გამოსყიდვას არ მოისურვებს, სამშაბათიდან რეალი არგენტინელის სხვაგან გაყიდვის ოპერაციას ოფიციალურად დაიწყებს.
კომოს მთავარი მწვრთნელი, სესკ ფაბრეგასი ჩემპიონთა ლიგისთვის პასის შენარჩუნებას ხელმძღვანელობისგან დაჟინებით ითხოვს, თავად არგენტინელსაც სურს იტალიურ კლუბში დარჩენა.