დანა უაითმა დაადასტურა, რომ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონის ტიტულს აგვისტოში დაიცავს.
გასულ თვეებში მახაჩევს სხვადასხვა მეტოქეს უკავშირებდნენ, მათ შორის კარლოს პრატესსა და მაიკლ მორალესს.
თუმცა დანა უაითის თქმით, ისლამის მეტოქე ნომერ პირველ კონტენდერი, ირლანდიელი იან მაჩადო გარი იქნება.
ეს დაპირისპირება UFC 330-ის მთავარი ბრძოლა იქნება, რომელიც 16 აგვისტოს ფილადელფიაში გაიმართება.
ამ ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში სატიტულო დაპირისპირება მაკენზი დერნისა და ჯილიან რობერტსონს შორის შედგება.