BREAKING: "ბრძოლა ჩაინიშნა" - დოლიძის მომდევნო მეტოქე ცნობილია
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომან დოლიძემ adjarabet arena-სთან ექსკლუზიურად დაადასტურა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა.
"მოგესალმებით მზიანი ბათუმიდან. კარგი ინფორმაცია მაქვს, ბრძოლა ჩაინიშნა. 9 აგვისტო, ერნანდესი, ისევ მეინ ივენთი, ისევ 5 რაუნდი და როგორც ყოველთვის, არცერთი ნაბიჯი უკან.
მადლობა გულშემატკივრობისთვის და ძალა ერთობაშია." - აცხადებს დოლიძე.
ქართველის მეტოქე ენტონი ერნანდესი იქნება, რომელიც საშუალო წონის რეიტინგში მე-9 პოზიციაზეა. ღონისძიება 9 აგვისტოს ნევადაში, UFC Apex-ში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დოლიძემ თავის ბოლო ბრძოლაში იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ რევანში აიღო.