UFC-ის მებრძოლ შონ ო'მალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი უწოდა.
"ნამდვილად არ ვიცი, როგორ შეიძლება დავა იმაზე, რომ მერაბი ყველა დროის საუკეთესო არ არის. უბრალოდ შეხედეთ მის შედეგებს.
ყოფილა ოდესმე სუპერმსუბუქწონოსანი, რომელმაც ზედიზედ ამდენი ჩემპიონი დაამარცხა?
ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ მერაბი სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია." - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ UFC 316-ზე, რომელიც 8 ივნისს გაიმართება, მერაბ დვალიშვილი ტიტულს სწორედ შონ ო'მალის წინააღმდეგ დაიცავს.