კრიშტიანუ რონალდუ ბრიტანული ფეხბურთის შესახებ სერიალის შექმნით დაკავდება, იტყობინება The Sun.
41 წლის ფეხბურთელი გახდება აღმასრულებელი პროდიუსერი სერიალისა, რომელიც გამოგონილ საფეხბურთო აგენტზე მოგვითხრობს.
მთავარ როლს დემიენ ლუისი შეასრულებს, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია სერიალებიდან: „მილიარდები“, „სამშობლო“ და „ძმები შეიარაღებაში“.
სერიალის გადაღებები უკვე დაიწყო. ლუისი ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საფეხბურთო კლუბ ბარნეტის საშინაო სტადიონზე უკვე შენიშნეს.
გადაღებებში მონაწილეობას თავად რონალდუც მიიღებს, ისევე როგორც არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერიალი იქნება დრამის ჟანრის, თუმცა კომედიურ ელემენტებსაც შეიცავს.
პროექტს სტუდია UR•Marv Studios შექმნის, რომელსაც რონალდუ პროდიუსერ მეტიუ ვონთან ერთად ხელმძღვანელობს.