ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

მუნდიალის ყველაზე ცუდი თერთმეტეული: რონალდუ ანტი-ნაკრებს ლიდერობს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მუნდიალის ყველაზე ცუდი თერთმეტეული: რონალდუ ანტი-ნაკრებს ლიდერობს

24 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ახალი ვარსკვლავები წარმოშვა, თუმცა ტურნირს არც უდიდესი იმედგაცრუებები დაჰკლებია.


Bleacher Report-მა მუნდიალის ყველაზე ცუდი თერთმეტეული დაასახელა და ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებმაც უდიდესი მოლოდინი საერთოდ ვერ გაამართლეს. ამ ანტი-ნაკრების მწვრთნელად რობერტო მარტინესი დასახელდა, რომლის პორტუგალიაც მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.


მეკარე: მანუელ ნოიერი


სანაკრებო პენსიიდან დაბრუნებულმა ნოიერმა გერმანიას ვერ უშველა. კიურასაოსთან გაშვებული სასაცილო გოლი, კოტ-დ'ივუართან უხეში შეცდომა და ეკვადორთან წაგებული დუელი, პენალტების სერიაში მოგერიებულმა დარტყმამ მისი ჩამქრალი აურა ვეღარ გადაარჩინა.


მცველები: რის ჯეიმსი, გაბრიელი, ჯონათან ტა, ლუკა დინი


ჯეიმსმა ტრავმების გამო 720 წუთიდან მხოლოდ 318 ითამაშა, რამაც ინგლისი საგრძნობლად დააზარალა. ბრაზილიელმა გაბრიელმა მაროკოსთან პოზიცია დაკარგა, ნორვეგიასთან კი ერლინგ ჰოლანდს თავით დარტყმის საშუალება აჩუქა. გერმანელი ჯონათან ტა ნამდვილ კოშმარად იქცა, პარაგვაისთან გადამწყვეტი პენალტი ცაში გაისროლა და გუნდი ტურნირიდან გამოაგდო. ლუკა დინიმ საფრანგეთის უნაკლო დაცვაში სუსტი რგოლის როლი მოირგო და ესპანეთთან ნახევარფინალში ლამინ იამალზე უხეშობით პენალტი აიკიდა.


ნახევარმცველები: ფედე ვალვერდე, ვიტინია, ლეროი სანე


ურუგვაის კაპიტანი ტურნირს დაძაბული შეხვდა. მარსელო ბიელსასთან კონფლიქტმა და ტაქტიკურმა გაუგებრობამ მისი თამაში გაანადგურა. ვიტინიამ პსჟ-ს ფორმა პორტუგალიის ნაკრებში ვერ გადმოიტანა, რადგან გუნდი მხოლოდ რონალდუს მომარაგებაზე იყო ორიენტირებული. ლეროი სანე კი გერმანიის ნაკრებში დაკარგული ფიგურა აღმოჩნდა, ცუდი გადაწყვეტილებები და არაზუსტი დარტყმები მისი თამაშის მთავარი მახასიათებელი იყო.


თავდამსხმელები: იან დიომანდე, ნონი მადუეკე, კრიშტიანუ რონალდუ


იან დიომანდეს მონდომება არ აკლდა, მაგრამ შედეგი ნულოვანი იყო. ნონი მადუეკემ ინგლისის შემადგენლობაში 5 მატჩი დაიწყო და არცერთ გოლში მონაწილეობა არ მიუღია.


ყველაზე დიდი კრახი კი კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიის მთელი თამაში მასზე იყო აგებული, თუმცა 3 გოლი ამ სტრატეგიისთვის მიზერული შედეგია. ხორვატიასთან მისმა შემცვლელმა, გონსალო რამოშმა გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც გააჩინა ლოგიკური კითხვა: რა მოხდებოდა, რონალდუს მხოლოდ სათადარიგოთა სკამიდან რომ ეთამაშა?

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
მსოფლიო ჩემპიონატი
portugal
პორტუგალია
რონალდუ
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„არანაირი სარგებელი არ მოაქვს", - რონალდუ ალ ნასრს დატოვებს?!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„არანაირი სარგებელი არ მოაქვს", - რონალდუ ალ ნასრს დატოვებს?!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ სანაკრებო კარიერას აგრძელებს? - პორტუგალიის ნაკრების განაცხადი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუ სანაკრებო კარიერას აგრძელებს? - პორტუგალიის ნაკრების განაცხადი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი და რონალდუ კლუბების მფლობელები ხდებიან: ვინ სად დებს მილიონებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი და რონალდუ კლუბების მფლობელები ხდებიან: ვინ სად დებს მილიონებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაფინიამ მესის რეკორდი დაამხო და რონალდუს მიღწევას მიუახლოვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაფინიამ მესის რეკორდი დაამხო და რონალდუს მიღწევას მიუახლოვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სექ, 2026

„არანაირი სარგებელი არ მოაქვს", - რონალდუ ალ ნასრს დატოვებს?!

News image

18 სექ, 2026

რონალდუ სანაკრებო კარიერას აგრძელებს? - პორტუგალიის ნაკრების განაცხადი

News image

19 სექ, 2026

მესი და რონალდუ კლუბების მფლობელები ხდებიან: ვინ სად დებს მილიონებს?

News image

20 სექ, 2026

რაფინიამ მესის რეკორდი დაამხო და რონალდუს მიღწევას მიუახლოვდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება