ალ-ნასრის ყოფილმა პრესატაშემ საუდ ალ-სარამიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კრიშტიანუ რონალდუს კლუბიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
„რონალდუ ალ-ნასრში აღარ ასრულებს არანაირ ფუნქციას, რაც უშუალოდ თამაშთან არ არის დაკავშირებული. არ გამოვრიცხავ, რომ მან კლუბი ზამთარში დატოვოს - იმ სცენარის ანალოგიურად, რაც მანამდე კარიმ ბენზემას შემთხვევაში მოხდა - თანაც ეს მხოლოდ მისი პირადი ინიციატივით მოხდება.
რონალდუ - კვე გათამაშებული კარტია, მას არ შეუძლია ალ-ნასრისთვის რაიმე სარგებლის მოტანა, ამიტომ უნდა წავიდეს, - განაცხადა ალ-სარამიმ Al-Arabiya FM-ის ეთერში.
პორტუგალიელი თავდამსხმელი საუდის არაბეთის კლუბში 2023 წლიდან თამაშობს.