კრიშტიანუ რონალდუმ ახლო აღმოსავლეთში კარიერის გაგრძელების შემდეგ ყველაზე მძიმე მარცხი განიცადა.
აზიის ჩემპიონთა ლიგის ელიტური რაუნდის შეხვედრაში ალ-ნასრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივ ალ-აინთან გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 დამარცხდა.
ტურნირის ორგზის გამარჯვებულმა საუდის არაბეთის ჩემპიონს შანსი არ დაუტოვა. ძმებმა, ჰუსინ და სუფიან რაჰიმებმა სტუმრებს ჯამში სამი გოლი გაუტანეს, წერტილი კი გეორგიოს გიაკუმაკისმა დასვა. 41 წლის პორტუგალიელმა, რომელიც კარიერაში 980-ე გოლს უმიზნებს, პრესტიჟის ბურთის შეგდებაც ვერ შეძლო.
მძიმე ფიასკოს შემდეგ ალ-ნასრის მთავარმა მწვრთნელმა, ანგე პოსტეკოგლუმ ფეხბურთელები დაიცვა და სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ერ-რიადული კლუბისთვის ეს ღრმა კრიზისის გაგრძელებაა, მათ ბოლო ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხეს.