VIDEO: რონალდუს მორიგი გოლი! - ლეგენდა ისტორიულ ნიშნულს სულ უფრო უახლოვდება
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურში კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრმა საკუთარ მოედანზე აბჰა 2:1 დაამარცხა.
მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში ლეგენდარულმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გახსნა, რითაც კარიერაში მე-979 გოლი გაიტანა და 1000-გოლიან ნიშნულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
შეხვედრაში ალ ნასრის რიგებში მეორე გოლი ალ ჰამდანმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნაბილ ფეკირმა დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში რონალდოს ანგარიშზე სამი გოლია, ხოლო ალ ნასრი 15 ქულით ალ ჰილალთან და ალ ქადსიასთან ერთად გათამაშების თანალიდერია.