VIDEO: როგორი გამოვიდა კრიშტიანუს კარიერის 979-ე გოლი?
20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ საუდი პრო ლიგის მე-6 ტურში გაიტანა და 1000-გოლიან ნიშნულამდე 21 გოლიღა აშორებს.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ალ ნასრი ჩემპიონატის 1-ქულიან ბოლოადგილოსან აბჰას მასპინძლობდა, კრიშტიანუმ კი ანგარიში გახსნა - საბოლოოდ, თამაში 2:1 დასრულდა.
რონალდუმ პრო ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა, კარიერაში კი 979-ედ გამოიჩინა თავი. მომდევნო გოლის გატანას შეეცდება 12 სექტემბერს, როცა მისი გუნდი მოუგებელ 4-ქულიან ალ ხალეეჯს სტუმრად შეხვდება.
სწორედ ალ ხალეეჯთან შეეცდება ისტორიული რეკორდის დამყარებას ალ ნასრი - საქმე ისაა, რომ გუნდს ჩემპიონატის ზედიზედ 93 თამაშში აქვს გოლი გატანილი, რაც არგენტინული რივერ პლეიტის 1936-39 წლების შედეგის გამეორებაა.
6 ტურის შედეგებით, საუდი პრო ლიგაში სამი გუნდი ლიდერობს - ალ ჰილალს, ალ ნასრსა და ალ ქადსიას 15-15 ქულა აქვთ, ხოლო ჯერჯერობით დაუმარცხებელ ალ იტიჰადს 14 ქულა აქვს.