Sky Sports-ის ინფორმაციით, ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალში დარჩება.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
Sky Sports News-ის თქმით, დადასტურდა, რომ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვინისიუს ჟუნიორი კვლავ რეალში დარჩება.
ჩემი ინფორმაციით, დღეს ვინისიუს ჟუნიორს, მის აგენტებსა და მადრიდის რეალს შორის გამართული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ფეხბურთელი კლუბში დარჩება.
არ ვიცი, კონკრეტულად რა შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა, თუმცა ვინისიუსი რეალში დარჩება.“ - ამბობს გარი კოტერილი (Sky Sports).
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევის გადაბირებით ლონდონის არსენალი ინტერესდება, რომელიც მზად არის ვინისიუსს ყველა სურვილი დაუკმაყოფილოს.