ბრუნო ფერნანდეშმა კრიშტიანუ რონალდუს მხარდაჭერა გამოუცხადა.
3 არგუმენტი მომზადდა - ფედერაცია რონალდუს გადარჩენას ცდილობს
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ირლანდიასთან მატჩში მოედნიდან გააძევეს, მისმა გუნდმა 2:0 წააგო, თავად რონალდუს კი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და მუნდიალის პირველი მატჩების გამოტოვება ემუქრება.
„ეს მომენტი - ჩვენი პორტუგალიური ფეხბურთის ნაწილია. ვნებათა ღელვა და დარდი ვერ მიღებული შედეგის გამო. გაძევება - უბრალოდ რიგითი მომენტია საფეხბურთო მატჩში.
კრიშტიანუს თავისი რეაქცია ძვირად დაუჯდა. მან იცის, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, თუმცა ეს უკვე მოხდა. რონალდუმ თავადაც იცის, რომ შეცდომა დაუშვა. თუმცა, თამაშს მის გაძევებამდეც ვაგებდით.
რა თქმა უნდა, გაძევებამ სიტუაცია დაგვიმძიმა, იმიტომ რომ 10 კაცით დავრჩით და აღარ გვყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში გოლის გატანა შეუძლია." - აღნიშნა ბრუნომ.