პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მოამზადა არგუმენტები ფიფასთვის, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია აარიდოს.
კრიშტიანუ ირლანდიასთან მატჩში მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო გააძევეს და ახლა ფეხბურთელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რომლის მიღების შემთხვევაშიც, პორტუგალიელი მუნდიალის პირველ 2 თამაშს გამოტოვებს.
ფედერაციამ რონალდუს დასაცავად სამი არგუმენტი მოამზადა. პირველი ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის სიტყვებია, რომელმაც მატჩის წინ თქვა, რომ პორტუგალიასთან პირველი მატჩის დროს, მსაჯი ცდილობდა რონალდუს წინააღმდეგ გადაწყვეტილებები არ მიეღო.
ამით, ფედერაციის ვერსიით, ჰეიმირ ჰადლგრიმსონმა მატჩის წინ დაძაბული ატმოსფერო შექმნა.
მეორე არგუმენტი - საჯარიმოში რონალდუს დემონსტრაციული ჩავლებაა, რამაც ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია.
მესამე არგუმენტად კი ფედერაცია იშველიებს იმ ფაქტს, რომ კრიშტიანუსთვის ეს პირველი სანაკრებო გაძევებაა.