ჯენარო გატუზომ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი სისტემის ცვლილებისკენ მოუწოდა.
იტალიამ მიმდინარე შესარჩევში 7-დან 6 მატჩი მოიგო და მე-2 ადგილს იკავებს. პირველი ადგილის დასაკავებლად ბოლო ტურში ნორვეგია 9 ბურთით უნდა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პლეი-ოფში გადავა და მსოფლიოზე მოსახვედრად საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს.
„ჩემს დროს მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ მუნდიალზე ხვდებოდნენ, ახლა კი წესები შეიცვალა.
წესების შესაცვლელად უნდა ელაპარაკო იმ ადამიანებს, ვინც ამ ტურნირებს აორგანიზებს. ამის შესახებ უნდა დაველაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ წესებს და ჯგუფებს ადგენს.
1990 და 1994 წლის მუნდიალებზე ორ-ორი აფრიკული გუნდი იყო, ახლა კი ცხრაა. ეს სირთულეებს ქმნის და ყველამ კარგად ვიცით.
გადავხედოთ თუნდაც სამხრეთ ამერიკას - 10-დან 6 გუნდი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე ხვდება, მეშვიდე კი ოკეანიის გუნდის წინააღმდეგ პლეი-ოფს თამაშობს - ეს გარკვეულ მწუხარებას იწვევს.
ამაშია იმედგაცრუებაც. ევროპის შესარჩევის სისტემას ცვლილებები სჭირდება." - აღნიშნა გატუზომ.