VIDEO: გერმანიამ ვოლტემადეს დუბლით მოიგო - ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მუნდიალის შესაჩევის მე-5 ტურში გერმანიამ სტუმრად ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი მეორე ნახევარში ნიუკასლის ფორვარდმა ნიკ ვოლტემადემ გაიტანა.
გერმანიამ 12 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს +7 ბურთების სხვაობით იკავებს, მეორეზე სლოვაკეთია, რომელსაც ამდენივე ქულა აქვს, თუმცა ბურთების +4 სხვაობა.
ბოლო ტურში, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება, გერმანია სლოვაკეთს უმასპინძლებს და ყველაფერი სწორედ იქ გაირკვევა - ვინ პირდაპირ მუნდიალზე გავა და ვის პლეი-ოფში მოუწევს გადასვლა.
უკეთესი ბურთების სხვაობის გამო, გერმანიას სლოვაკეთთან ფრეც აწყობს.