მადრიდის რეალის ახალგაზრდა ფეხბურთელს ფრანკო მასტანტუონოს სერიოზული პროგრესი სჭირდება, რათა არგენტინის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნოს.
ვალენსიასთან 1 ნოემბერს გამართულ მატჩში სასტარტოში მოხვედრის შემდეგ, არგენტინელს ლა ლიგაში ან ჩემპიონთა ლიგაზე რეალის არცერთი მატჩი სასტარტოში აღარ დაუწყია. ყველაფერი საზარდულის ტრავმით დაიწყო, რომლიდან დაბრუნების შემდეგ, ფრანკომ ძირითადში ადგილი ვეღარ დაიბრუნა.
ესპანურმა მედიამ ფეხბურთელი ნაპოლის დაუკავშირა, თუმცა იანვარში მისი ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია.
AS წერს, რომ მასტანტუონოსთვის მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება — როგორც საკლუბო დონეზე სათამაშო დროის დაბრუნებისთვის, ისე არგენტინის ნაკრების გეგმებში დარჩენისთვის.
მიმდინარე სეზონში მასტანტუონომ რეალის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.