ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალთან (0:1) გამართული სკანდალური მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორსა და ჯანლუკა პრესტიანის შორის რასისტული სკანდალი მოხდა.
„ყველა თვალსაზრისით რთული მატჩი გამოდგა. 50-ე წუთამდე თამაში შესაძლებლობების ზღვარზე მიმდინარეობდა — როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ ასპექტში. ეს იყო ბრძოლა, რომელიც ასეთი დონის თამაშისთვის საჭირო კონცენტრაციას მოითხოვდა.
უნდა ვაღიარო, რომ 50-ე წუთიდან დღემდე, ემოციურად რთული ასატანია ყველაფერი, რაც მოხდა და რაც ახლა ხდება. თუმცა, ხვალ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია.
გამარჯვება აუცილებელია. უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და ჩვენი საუკეთესო დონე ვაჩვენოთ“, — განაცხადა მოურინიომ.