მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე, ბენფიკასთან მატჩში (1:0) ვინისიუს ჟუნიორისა და ჯანლუკა პრესტიანის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მას შემდეგ შეწყდა, რაც ბრაზილიელმა არბიტრს აცნობა, რომ მეტოქემ მას „მაიმუნი“ უწოდა. მომხდარზე უეფამ გამოძიება უკვე დაიწყო.
„საფეხბურთო კლუბი მადრიდის რეალი აცხადებს, რომ უეფას წარუდგინა ყველა არსებული მტკიცებულება იმ ინციდენტების შესახებ, რომლებიც სამშაბათს, 17 თებერვალს, ლისაბონში ბენფიკას წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოხდა.
ჩვენი კლუბი აქტიურად მონაწილეობს უეფას მიერ დაწყებულ გამოძიებაში, რომელიც ამ მატჩის დროს მომხდარ რასიზმის მიუღებელ აქტებს ეხება.
რეალი მადლიერებას გამოხატავს იმ ერთსულოვანი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელიც საფეხბურთო სამყარომ ჩვენი მოთამაშის, ვინისიუს ჯუნიორის მიმართ გამოიჩინა.
რეალ მადრიდი გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა ინსტიტუციასთან, რათა სპორტსა და საზოგადოებაში რასიზმი, ძალადობა და სიძულვილი აღმოიფხვრას“, — ნათქვამია მადრიდული კლუბის განცხადებაში.