ლილიან ტურამმა ვინისიუს ჟუნიორის ინციდენტზე ჟოზე მოურინიოს კომენტარი შეაფასა.
„ჟოზე მოურინიო დიდი მწვრთნელია გამორჩეული კარიერით. მას ცხოვრებაში ბევრ შავკანიან ფეხბურთელთან უმუშავია და ეს არ უშლის ხელს, ეჭვი შეიტანოს რასისტული ქმედების სისწორეში.
მაგრამ როგორ შეუძლია მას ამის თქმა? ვინ ხართ თქვენ, ბატონო მოურინიო, რომ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას განსაზღვროთ, რისი უფლება აქვს ან არ აქვს ვინისიუს ჟუნიორს? მის სიტყვებში იგრძნობა უპირატესობის განცდა და თეთრი ნარცისიზმი.
რასისტული ქმედება, რომლის მსხვერპლიც ვინი გახდა, მის ქცევას არ უკავშირდება, ის მისი კანის ფერს უკავშირდება. და როგორ არ უნდა გავითვალისწინოთ ის, რასაც ფეხბურთელები ამბობენ? ანუ რა გამოდის, ვინისიუსი გიჟია, შეურაცხყოფა გამოიგონა და მსაჯისკენ გაიქცა?
კილიან მბაპემაც გაიგონა ეს, მაშ მბაპეც გიჟია? შავკანიანები გიჟები არიან? ასეა? ისინი პარანოიდები არიან და ისტორიებს იგონებენ?..
როცა მოურინიო ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ვინისიუს ჟუნიორი თავად არის პასუხისმგებელი იმ რასიზმზე, რომელსაც განიცდის, ეს საცოდაობაა. ასეთი ანალიზით ის წვრილმანი ადამიანი ხდება, წვრილმანი კაცი.
მოურინიო რასისტულ ქმედებას არ აანალიზებს როგორც ადამიანი, არამედ როგორც თეთრი კაცი. ჩვენ არ ვართ ვალდებული, ვიფიქროთ მისი კანის ფერის პრიზმით.“ - განაცხადა ფრანგმა ლეგენდამ.
მოურინიო: "ვინის აღნიშვნა სხვანაირი უნდა ყოფილიყო"