ჟოზე მოურინიო ბენფიკაში მუშაობის პერიოდში პრესკონფერენციას უკვე მეცხრედ გამოტოვებს.
ბენფიკას მთავარი მწვრთნელი მორიგ პრესკონფერენციას მხოლოდ კლუბის ტელეარხისთვის გამართავს.
შაბათს გუნდი ავეშს დაუპირისპირდება, პორტუგალიელი სპეციალისტი კი BTV-ის ეთერში პარასკევს დღისით გამოჩნდება.
გამოცემა A Bola-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის რეალთან (0:1) მატჩისას მომხდარ სკანდალს.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჯუნიორმა ბენფიკას ფორვარდი, ჯანლუკა პრესტიანი რასიზმში დაადანაშაულა. მოურინიოს კომენტარმა ამ საკითხზე დიდი კრიტიკა გამოიწვია.
მოურინიო: "ვინის აღნიშვნა სხვანაირი უნდა ყოფილიყო"